LTD georea/შპს ჯეორეა

real estate agency, Tbilisi Georgia/საშუამავლო კომპანია,უძრავი ქონების სააგენტო,თბილისი საქართველო
Open today until 9:00 PM
Header image for the site
საზოგადოება „ჯეორეა“ რეგისტრირებულია 2017 წელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ს/ნ 443865177. ხანმოკლე პერიოდში კომპანიამ შეძლო დაემყარებინა მჭიდრო ბიზნეს ურთიერთობა, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ კომპანიებთან, რამაც მისცა საშუალება მომხმარებლებს შესთავაზოს სხვადასხვა მომსახურების სრული სპექტრი: საშუამავლო მომსახურება, უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა,დაქირავება/გაქირავება,გირაობა/დაგირავება,იურიდიული მომსახურება, ასევე კომპანია ანხორციელებს დასუფთავების მომსახურებასაც. აღნიშნული მომსახურებების გაწევისას საზოგადოება „ჯეორეა“ ითვალისწინებს დამკვეთის ძირითად მოთხოვნებს და მუდმივ კონტროლს უწევს დაგეგმილი ოპერაციების მიმდინარეობას.

„საზოგადოება ჯეორეა“–ს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს სავაჭრო–საშუამავლო მომსახურების სფეროში, კერძოდ: კომპანია ერთმანეთთან აკავშირებს გამყიდველსა და მყიდველს, გამქირავებელსა და დამქირავებელს, დამგირავებელსა და მგირავებელს.



კომპანიის გამოცდილი დიასახლისები დაგეხმარებიან სახლის სტანდარტულ და გენერალურ დალაგებაში, ასევე სადარბაზოს დასუფთავებაში.

კომპანიის რწმუნებულები და იურისტები მუშაობენ ნებისმიერი სირთულის სამოქალაქო,ადმინსიტრაციულ  და სისხლის სამართლის საქმეებზე  საქართველოს საერთო სასამართლოების სამივე ინსტანციაში.




დასუფთავების სამსახური

სტანდარტული დალაგება და სახლის დალაგება
1. იგვება და იწმინდება იატაკი
2. იწმინდება პლინტუსები
3. იღება მტვერი გასანათებელი საშუალებებიდან ბრებიდან – სიმაღლე არაუმეტეს 2 მეტრი
4. ფანჯრის რაფების და ფანჯარაზე არსებული ლაქების გაწმენდა – ფანჯრები მთლიანად არ იწმინდება
5. იწმინდება კარები
6. იწმინდება სარკეები მინის ზედაპირები
7. იღება მტვერი აქსესუარებიდან და დიზაინის ელემენტებიდან
8. იწმინდება მყარი ზედაპირის მქონე ავეჯი
9. იღება მტვერი საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან
10. ონკანების, ნიჟარების და უნიტაზების გაწმენდა დეზინფექცია
11. კაფელის ლოკალური გასუფთავება იმ ადგილებში სადაც დაბინძურებულია ( კაფელი არ იხეხება, მხოლოდ იწმინდება სველი წესით)
12. საშხაპის და აბაზანების გარეცხვა
13. გაზქურის გასუფთავება
14. მაცივრის გასუფთავება გარედან
15. ღუმელის გასუფთავება გარედან
16. მიკროტალღური ღუმელის გასუფთავება გარედან
17. სამზარეულო გარნიტურის გასუფთავება გარედან
18. სამზარეულოში ცხიმის და ლაქების მოშორება – სიმაღლე არაუმეტეს 2 მეტრი
19. ნაგვის ურნის გარეცხვა
20. ნაგვის გატანა – არაუმეტეს 10 კგ
21. პოლიეთილენის გამოცვლა ნაგვის ურნაში
22. გარეცხვა და დეზინფექცია ნაგვის ურნის შესანახი ადგილის
ფასი 0.70 ლარი!

გენერალური დალაგება
1. იგვება და იწმინდება იატაკი და ხალიჩა
2. იწმინდება პლინტუსები
3. იღება მტვერი ბრებიდან და ჭაღიდან
4. კედლების ლოკალური გაწმენდა ჭუჭყისაგან – თუ ამის საშუალებას იძლევა კედლის საფარი
5. ფანჯრების, ფანჯრის რაფების, მინების და ჩარჩოების გაწმენდა
6. იღება მტვერი კარნიზებიდან
7. იღება მტვერი კონდიციონერიდან
8. იწმინდება კარებები
9. იწმინდება სარკეები და მინის ზედაპირები
10. იღება მტვერი აქსესუარებიდან, დიზაინის ელემენტებიდან
11. ავეჯის გაწმენდა შიგნიდან და გარედან – თუ ისინი განთავისუფლებულია ნივთებისაგან
12. ტყავის ავეჯის მოვლა სპეციალური ხსნარით
13. რბილი ავეჯი იწმინდება მტვერსასრუტით
14. იღება მტვერი საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან
15. ონკანების, ნიჟარების და უნიტაზების გაწმენდა
16. კაფელის გახეხვა ჭერინად 
17. მეტლახის გახეხვა გასუფთავება
18. საშხაპის და აბაზანის გარეცხვა
19. ნაგვის ურნის გარეცხვა
20. ნაგვის გატანა ნაგვის კონტეინერთან – არაუმეტეს 10 კგ
21. პოლიეთილენის გამოცვლა ნაგვის ურნაში
22. გარეცხვა ნაგვის ურნის შესანახი ადგილის
23. სამზარეულოს კაფელის გახეხვა
24. ცხიმების მოცილება
25. სამზარეულო გარნიტურის გაწმენდა შიგნიდან და გარედან – თუ ისინი განთავისუფლებულია ნივთებისგან
26. მაცივრის გახეხვა გარედან და შიგნიდან – თუ განთავისუფლებულია
27. გაზქურის გახეხვა და ცხიმის მოშორება როგორც გარედან ასევე შიგნიდან
28. ელქტრო ღუმელის გასუფთავება გარედან
29. მიკროტალღური ფეჩის გასუფთავება გარედან და შიგნიდან
30. ასევე კედლებიდან ჭუჭყუისა და ცხიმების მოცილება – თუ კედლის ზედაპირი იძლევა ამის საშუალებას
31. მტვრის აღება სამზარეულოს ტექნიკიდან
32. ონკანისა და ნიჟარის გაწმენდა დეზინფექცია  
 მომსახურების ფასი –  1.00  ლარიდან!

სადარბაზოს დასუფთავება
1. იგვება და იწმინდება მთავარი შესასვლელი
2. იგვება და იწმინდება ყველა სართული და კიბე
3. იგვება და იწმინდება ლიფტი
4. ხდება მტვრის აღება მშრალად როგორც კედლებიდან ასევე ჭერიდან
5. ვიღებთ მტვერს მოაჯირებიდან
6. იგვება და იწმინდება ყველა კიბე და კიბის უჯრედი  

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით +995 574 157801 +995 0 32 2 111229


იურიდიული სამსახური

საზოგადოება “ჯეორეა” ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სამოქალაქო სამართლის სხვადასხვა სფეროში მათ შორის, მშენებლობაში, დაზღვევაში, უძრავ ქონებასა და საბანკო სამართალში, ინტელექტუალურ სამართალში, ლიცენზიებსა და ნებართვებში, გადახდისუუნარობის საქმისწარმოებაში, სახელმწიფო შესყიდვები/ტენდერესა და პრივატიზაციის პროცესშიმაღალკვალიფიციური მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს.

შემოთავაზებული მომსახურება მოიცავს; 
ზეპირი და წერილობითი კონსულტაციების გაცემას; 
 
დოკუმენტაციის დამუშავებასა და შესაბამისი რეკომენდაციების ან/და დასკვნების მომზადებას სამოქალაქო სამართლის სფეროს მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე; 

– ნებისმიერი ტიპის გარიგებაში მონაწილეობასა და ხელშეკრულების მომზადებას
– სარჩელის, შესაგებლის, შეგებებული სარჩელის და სხვა დავასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადებას;
– ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების დაცვას როგორც სამივე ინსტანციის სასამართლოში, ასევე მესამე პირებთან ურთიერთობაში.  

სისხლის სამართალი (მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება 2020 წლიდან)
– ზეპირი და წერილობითი კონსულტაციების გაცემას; 
– სისხლის სამართლის საქმის მასალების დამუშავებასა და შესაბამისი რეკომენდაციების ან/და დასკვნების მომზადებას
– სხვადასხვა საგამოძიებო ორგანოში ან/და სასამართლოში წარსადგენი საჩივრის, განცხადების ან/და შუამდგომლობის მომზადებას;
– კომპანიაში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში და საგადასახადო შემოწმების პროცესში მონაწილეობას და კომპანიის ინტერესების დაცვას;
– მოწმის, დაზარალებულისა და ბრალდებულის ინტერესების დაცვას საგამოძიებო ორგანოში და სამივე ინსტანციის სასამართლოში;
– ბრალდებულის ინტერესების დაცვას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე.  


კომპანიის ძირითადი ამოცანაა, საშუამავლო მომსახურება და უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი. ჩვენი თანამშრომლები და აგენტები მუდმივად გადიან 
საგანმანათლებლო ტრენინგებს უძრავი ქონების სფეროში, კომუნიკაციის მეთოდებში და იურიდიულ საკითხებში. ჩვენ 
ვცდილობთ დავნერგოთ და ვიმუშაოთ საერთაშორისო წესებითა და სტანდარტებით.


Contact Us

Contact

Call now
  • 574 15 78 01

Address

Get directions
დიღმის მასივი გრიგოლ რობაქიძის 3ა
კორპუსი
თბილისი 0159
Georgia

Business Hours

Mon:10:00 AM – 9:00 PM
Tue:10:00 AM – 9:00 PM
Wed:10:00 AM – 9:00 PM
Thu:10:00 AM – 9:00 AM
Fri:10:00 AM – 9:00 PM
Sat:10:00 AM – 9:00 PM
Sun:12:00 AM – 7:00 PM
Get quote
Message sent. We'll get back to you soon.